მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მიიღეს მუდმივი მაგნიტები რეკორდული მაგნიტური მონაცემებით: ნარჩენი მაგნიტური თვიებებით (”მაგნიტის ძალა”) და კოერციტული ძალით (”გნმაგნიტებისადმი წინაღობა”). რამდენიმე სანტიმეტრის ზომის ორი მაგნტის ხელებით დაშორებას ვერ შეძლებს თვით შვარცენეგერი. ხოლო ისინი თავის ”მაგნიტურ ძალას” 100 წელიწადში კარგავენ მხოლოდ 1%-ს. მათ ნიობიმურ მაგნიტებს უწოდებენ, რადგან შენადნობი დამზადებულია ნიობიუმის (Nb), რკინისა (Fe) და ბორისაგან (B).
NbFeB-მაგნიტებმა (ნიობიმურმა მაგნიტებმა) თავისი უნიკალური თვისებების გამო სწრაფად მიიპყრო ყურადღება და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით.

ეს მაგნიტები მცირე ზომისა და დიდი მაგნიტური ძალის გამო თავისთავად სახალისოა, ამიტომ მათ ხშირად ყიდიან, როგორც სათამაშოებს. მაგალითად, საიტზე

თავაზობენ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნიობიმურ მაგნიტებს, რომელთა საშუალებით შეიძლება აიწყოს სხვადასხვა ფიგურები, როგორც კონსტრუქტორებისგან:

მაგნიტების სხვა საოჯახო გამოყენებაზე შეიძლება შეიტყოთ ამავე საიტზე. მაგალითად, იყენებენ, როგორც ორიგინალურ სამკაულს (ზოგიერთი მაგნიტი მოოქროვილია). აი ორიგინალური სამაჯური ბურთულა-მაგნიტებისაგან სამაგრების გარეშე.

აუდიოსისტემებში, მაგალითად, ყურსასმენებში, ნიობიმური მაგნიტები გვეხმარება შევქმნათ ძლერი ბგერები მცირე ზომის მემბრანებით.

კომპიუტერების მყარ დისკებში უძრავი ნიობიმური მაგნიტები არიან სტატორები ხვეულებისათვის თავაკის ელექტრომაგნიტურ ამძრავში.

http://skolapedia.dlf.ge/tbilisi199