შეიძლება ითქვას რომ აპოპტოზი ეს არის დნმ-ში ჩაინტეგრირებული ბრძანების კოდი, პროგრამა ან უბრალოდ სამოქმედო ინსტრუქციები კონკრეტული უჯრედის თვითლიკვიდაციისათვის. აუცილებელი არაა მოცემული უჯრედი იყოს დაბერებული, ან უბრალოდ დაზიანებული, აპოპტოზით თვითლიკვიდირებული უჯრედი შეიძლება სრულიად ჯანმრთელიც კი იყოს, მაგრამ მან ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემებისგან მიიღოს ბრძანება თვითგანადგურებისათვის. როდესაც უჯრედი მიიღებს სიგნალს აპოპტოზის აქტივაციისათვის, ის ამ ინფორმაციას სპეციალური საინფორმაციო არხის, გზის საშუალებით აგზავნის თავის ბირთვში დნმ-თან და ატყობინებს მას რომ უჯრედს მიღებული აქვს ლიკვიდაციის ბრძანება. ამის შემდეგ დნმ-ი სადაც ჩაწერილია აპოპტოზის პროგრამული კოდი (აპოპტოზის შესრულების ინსტრუქცია), ყველა სუბუჯრედულ სისტემას უგზავნის სიგნალს რომ თვითლიკვიდაციის სისტემა აქტივირებულია. მას შემდეგ, რაც ეს ბრძანება გადაეცემა აღნიშნულ სისტემებს, უჯრედი იწყებს მზადებას
„სიკვდილისათვის“ და ამის შემდეგ უკვე მისი სიკვდილი გარდაუვალია.

აპოპტოზი შეუქცევადია და ნებისმირი სახის, დანიშნულებისა და მდგომარეობის უჯრედშია ჩადებული. ურთულესი სუბუჯრედული მექანიზმები კი უზრუნველყოფენ განაჩენის მათემატიკუტი სიზუსტით შესრულებას.

აპოპტოზის ვიდეო-ანიმაცია

იმუნიტეტის თვალსაზრისით აპოპტოზი შეიძლება დავახასიათოთ როგორც ორგანიზმის თავდაცვის ერთ-ერთი ურთულესი და სრულყოფილი საშუალება.

ზოგიერთ ბაქტერია და ვირუსი უჯრედებს გარეგნული ზემოქმედებით ანადგურებს, ზოგიერთი კი თვითონ უჯრედში აღწევს და იქ “იბუდებს”. უჯრედში შეღწეული ბაქტერიისათვის თუ ვირუსისათვის მეტად ხელსაყრელი პირობებია. ის ემალება ორგანიზმის იმუნურ უჯრედებს და თანაც დაუბრკოლებლად ასრულებს მის ძირითად ფუნქციას: მრავლდება და ახდენს თავისი მავნე კოდის რეალიზებას, რისთვისაც თავისუფლად იყენებს უჯრედის რესურსებს.მაგრამ ადრე თუ გვიან უჯრედი რომელიც დაინფიცირებულია (მასში ბუდობს რაიმე ბაქტერია ან ვირუსი) მოახერხებს და თავის ზედაპირზე გამოიტანს შეტყობინებას (მოლეკულების სახით) მისი ინფიცირების და მასში მყოფი მავნე უცხო სხეულის შესახებ. ამ შეტყობინების გამოტანისთანავე იმუნური სისტემის გააქტიურება იწყება, მოქმედებას იწყებს ორგანიზმის სისხლის თეთრი სხეულაკები, ლეიკოციტები. თუმცა რადგან ვირუსი (ზოგადად უცხო სხეული) უჯრედშია შემძვრალი და მას ლეიკოციტები პირდაპირ ვერაფერს დააკლებენ, ამ შემთხვევაში იმუნიტეტისაგან ინფიცირებულ უჯრედს ეგზავნება აპოპტოზის ბრძანება.

ცხოვრებისეულად ეს შეიძლება ასე აღვწეროთ: შენობაში ჩაკეტილი მძიმე დამნაშავეები და ამ დროს შენობის თვითლიკვიდაციის ბრძანება. აპოპტოზის გააქტიურების შემდეგ ირთვება თვითლიკვიდაციის ალგორითმი და უჯრედი ავტომატურად ნადგურდება, ნადგურდება ასევე მასში ჩამჯდარი ვირუსიც.

თუმცა გარდა ვირუსებისა და ბაქტერიებისა, ორგანიზმი აპოპტოზს იყენებს სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლადაც; სამწუხაროდ ეს უკანასკნელნი სიმსივნური უჯრედები მაქსიმალურად “ცდილობენ” რომ არ იყვნენ ამოცნობილნი იმუნური სისტემის მიერ, ან ქმნიან ისეთ პირობებს, რომელშიც იმუნური უჯრედები დეაქტივირდებიან, მაგრამ თუ მუტაგენურ უჯრედებს ეს არ გამოუვათ, მაშინ მათ აუცილებლად ჩაერთვებათ აპოპტოზი. ამის შემდეგ კი თუ აპოპტოზის სარეგულაციო მექანიზმები მოშლილი არაა, სიმსივნური უჯრედის თვითლიკვიდაცია გარდაუვალია.

მაგრამ სამყაროს კანონზომიერების მიხედვით თავდაცვის საშუალებების დახვეწასთან ერთად, იხვეწება თავდასხმის საშუალებებიც.

ამის საუკეთესო მაგალითია ყველასათვის ნაცნობი იმუნოდეფიციტური ვირუსი, იგივ აივ ინფექცია/შიდსი. ეს უკანასკნელი ინტელექტუალურად იმდენად განვითარებულია რომ იმუნური სისტემის ერთერთ საუკეთესო თავდაცვის საშუალებას, აპოპტოზსს იყენებს მის სასარგებლოდ. შიდსის ვირუსი დამცავ უჯრედებში, იგივე ლეიკოციტებში ააქტიურებს აპოპოტოზის ალგორითმს რის შედეგადაც დამცავი უჯრედები იღუპება და იწყება იმუნოდეფიციტი, რაც შიდსის ვირუსის მიზანს წარმოადგენს.ამასთან ერთად სხვა ვირუსების და ბაქტერიების მიერ ხდება საინფორმაციო არხების გადაკეტვა, შესაბამისად აპოპტოზის ბრძანება ვეღარ აღწევს ინფიცირებული უჯრედის დნმ-ამდე რაც კიდევ უფრო უადვილებს ვირუსებს მიზნის განხორციელებას.

ლიტერეატურა:

 http://en.wikipedia.org/wiki/Apoptosis
 http://fizikosi.wordpress.com/