ან უბრალოდ დიდი ძაღლი-მტკიცებულებაა იმისა, რომ მომავალი უკვე დადგა. ჯანდაბაში კინო , თუ არსებობს რობოტის მსგავსი არსება, რომელიც სამწუთიანი რგოლით ადამიანის აზროვნებაში აფეთქებას იწვევს. "ღმერთო... მე ვფიქრობ, რომ მსგავს საგნებს ჩვენ მომავალში გადავყავართ", - წერს You Tube-ის დამსწრე. დიდი ძაღლის - ახალი განახლებული ვერსიის გამოსვლიდან მხოლოდ ორი დღეა გასული და მას უკვე ნახევარ მილიონმა ადამიანმა უყურა.

დიდი ძაღლი - ეს არა მხოლოდ საომარი რობოტია, ეს სენსაციური კულტურული მოვლენაა. მასთან შეხების ერთადერთი საშუალებაა- უყურო ვიდეოს. ძაღლი უკვე გამოჩნდა Web Junk 20 პროგრამაში, რომელიც ყოველ კვირას დემონსტრირებას უწევს 20 საინტერესო რგოლს ინტერნეტში.

პირველი BigDog -ის აღიარება დაიწყო 2004 წელს. მაშინ სამხედრო სამსახურმა სახელწოდებით ( Tank-automotive and Armaments Command ) ძაღლი რობოტის შესაქმნელად კომპანია Boston Dynamics-მა გამოუყო 1,5$ მილიონი დოლარი. საშინელი ყეფა უკვე მომავალ წელს გაისმა.

BigDog გადაადგილდება ოთხ ფეხზე, მრავალი სენსორით, რომლებიც არეგულირებენ კონტაქტს მრავალმხრივ ზედაპირთან. BigDog თავისუფლად დარბის ყინულზე და სხვა ზედაპირზე სადაც, მანქანასაც კი უჭირს გადაადგილება. BigDog აღჭურვილია ლაზერული გიროსკოპით და სათვალთვალო სისტემით. მოძრაობა ხორციელდება კომპიუტერის საშუალებით, რომელიც დიდი ძაღლის ტვინს წარმოადგენს. არსება მუშაობს გაზოლინზე. BigDog-ის სიგრძეა ერთი მეტრი, სიმაღლე - 70 სანტიმეტრი, წონა - 75 კილოგრამი.

" და ამით ამაყობს ამერიკა? მომავალი ომებისათვის, მანქანების კონსტრუირებით?"- წერენ აღშფოთებული YouTube-ის კომენტატორები. Boston Dynamics პროექტში - მუშაობა მიმდინარეობს სხვა ცხოველების, ფრინველების და ქვეწარმავლების მსგავსი რობოტების შექმნაზე. ბიომიმეტიკა- ასე ეწოდება ცოცხალი ორგანიზმების კოპირებას სამშენებლო მექანიზმებში. მაგრამ ამ სიტყვის ცოდნა ვერ გიშველით, თუ კი ტყეში დიდი ძაღლი შეგხვდათ.