კვირა, 2024-05-19, 12:06 PM
მოგესალმები, L2 Gamer | RSS
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    MOVIES [83]
    GAMES [144]
    SOFT [61]
    MUSIC [38]
    VIDEO [36]
    NEWS [8]
    Serials [65]
    GEO Films [83]
    WWE [1]
    Picture [13]
    The Articles [25]
    TXOVNEBI [1]
    რელიგია [15]
    უყურე კინოს გადმოწერის გარეშე NEW [40]
    PSP Games [5]
    Live TV [1]
    Top Online Games [12]
    კიტხვების ოთახი!!! [0]
    კითხვების ოთახი [1]
    თუ პასუხები სცორი იქნება თქვენ დაჯილდოვდებით!!!
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    მთავარი » ფაილები » The Articles

    ჰაკერებმა სკაიპი გატეხეს! უფრთხილდით გამოგზავნილ ვირუსებს YOUR_MOTHER_NAKED_hahahaha.PIF დასახელებით
    2009-01-09, 2:15 PM

    ჰაკერებმა სკაიპი გატეხეს!!!

    TSILO გაცნობებთ რომ Skype-ში ახალი ვირუსი ვრცელდება (რაღა ახალი დაბერდა უკვე მარა მაინც :) ), ვირუსი Worm ტიპისაა და იგი თავის თავს ავრცელებს Skype-ში არსებულ კონტაქტების ლისტში. ასე რომ თუ შემთხვევით თქვენს ლისტში არსებული კონტაქტისაგან თუ ეს ფაილი გამოგეგზავნათ გირჩევთ არ გადაწეროთ და მითუმეტეს არ გაუშვათ.

    თუ მოხდა ისე რომ ეს ფაილი უკვე გადაწერეთ და გაუშვით კიდეც, ნუ ინერვიულებთ არაა პრობლემა. მას უკვე აფიქსირებენ ბოლო განახლებული ბაზების მქონე ანტივირუსები. მე ექსპერიმენტის სახით გადავწერე ეს ფაილი და როგორცკი გადაწერა დასრულდა ჩემმა ESET Smart Security – NOD32-მა (ვიცი რამდენიმე თქვენგანს უკვე ჩაეცინა რა ბანძი ანტივირი უყენიაო :D მაგრამ თუ ასეა ამის შესახებ ჩვენ გვაქვს ცალკე სტატია: ანტივირუსები – როგორ და რატომ ;) ) კისერშივე წაავლო და შეურაწყოფა მიაყენა, შედეგად კი ამოაგდო ეს LOG-ი:

    file C:\მისამართი რაში გაინტერესებთ\YOUR-MOTHER-NAKED-hahahaha.PIF Win32/AutoRun.Agent.FX worm cleaned by deleting - quarantined NT AUTHORITY\SYSTEM Event occurred on a new file created by the application:

    C:\Program Files\Skype38\Phone\Skype.exe.

    ამ ვირუსის წასაშლელად შეიძლება გამოიყენოთ ასევე სხვადასხვა ანტიმავნებლები :

    მაგალითად Anti Malware რომელიც საუკეთესოდ უმკლავდება ასეთი ტიპის მავნებლებს :)

    Anti Malware 1.32

    თუ თქვენმა საყვარელმა ანტივირუკამ გიღალატათ და ვერ აღიქვა ეს ფაილი ვირუსად, აუცილებლად განაახლეთ ბაზები და დაასკანერეთ კომპი, ანდა თუ გიყვართ უფრო Extreme ურთიერთობა კომპთან შეგიძლიათ თქვენვე შეითავსოთ ანტივირუსის ფუნქცია. შემოგთავაზებთ გზას თუ როგორ მიაყენოთ შეურაწყოფა საკუთარი ხელებით MOTHER-NAKED-hahahaha-ს ;)

    მაშ ასე გათვითცნობიერებულო IT სპეციალისტებო და მაღალ კვალიფიციურო სისტემ-ადმინებო (და არა ჩვეულებრივო მოკვდავო იუზერებო, თქვენთვის არსებობს ანტივირუსები და ანტისპაივერები რომლის საშუალებითაც ადვილად მიაშლით ამ მავნებელს) ამ MOTHER-NAKED-hahahaha-ს მოსაცილებლად საჭიროა ჩაატაროთ შემდეგი მოქმედებები:

    გახსენით Task Manager-ი ( CTRL + ALT + DELETE :P ) და მიახრჩეთ ეს პროცესები:

    winservices.exewianamp100[1].exe

    766.exe

    ძია Regedit.exe-ს მეშვეობით (Run-იდან გაუშვით :P ) მოძებნეთ და წაშალეთ:

    SOFTWARE\MICROSOFT\WINDOWS\CURRENTVERSION\RUN\Windows Service help
    9CB65206-89C4-402c-BA80-02D8C59F9B1D

    მოძებნეთ და მიადელეითეთ ეს ფაილები კომპში:

    sptd.sys
    sptd6029.sys

    dtscsi.sys

    winservices.exe

    wianamp100[1].exe

    766.exe
    YOUR-MOTHER-NAKED-hahahaha.pif

    თუ მიაგენით ამ ვირუსის რაიმე საეჭვო DLL ფაილებს მათ მოსაშორებლად სასურველია გამოიყენეთ regsvr32 უტილიტა СMD-ში.

    თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გილოცავთ! თქვენ მოიშორეთ ეს მეტად საზიზღარი ვირუსი რომელიც უხერხულში გვაგდებს ჩვენს Skype კონტაქტებთან :)

    P.S. შეიძლება ამ ვირუსმა Internet Explorer-ში შეცვალოს  Home Page..

    მისი ჩასწორება აქ  IT-შნიკებს არ ესწავლება მაგრამ ვისაც ეს პრობლემა აქვს იმათ საყურადღებოდ:

    Start menu > Control Panel > Internet Options

    Home Page ჩანართში მონახეთ Address ველი და ჩაწერეთ სასურველი საწყისი ვებგვერდი

    ბოლოს Apply > OK და ეგაა ;)

    კატეგორია: The Articles | დაამატა: TSILO
    ნანახია: 614 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
    სულ კომენტარები: 2
    1) ავტორი: irkali jaxua
    surprised

    2) ავტორი: gaga
    es ra ubedurebaa

    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    შესვლის ფორმა
    ლოგინი:
    პაროლი:
    ძებნა
    საიტის მეგობრები