კვირა, 2024-05-19, 2:46 PM
მოგესალმები, L2 Gamer | RSS
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    MOVIES [83]
    GAMES [144]
    SOFT [61]
    MUSIC [38]
    VIDEO [36]
    NEWS [8]
    Serials [65]
    GEO Films [83]
    WWE [1]
    Picture [13]
    The Articles [25]
    TXOVNEBI [1]
    რელიგია [15]
    უყურე კინოს გადმოწერის გარეშე NEW [40]
    PSP Games [5]
    Live TV [1]
    Top Online Games [12]
    კიტხვების ოთახი!!! [0]
    კითხვების ოთახი [1]
    თუ პასუხები სცორი იქნება თქვენ დაჯილდოვდებით!!!
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    მთავარი » ფაილები » The Articles

    ჰეგელი
    2009-01-16, 12:35 PM

    გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (* 27 აგვისტო, 1770, შტუტგარტი ― † 14 ნოემბერი, 1831, ბერლინი), გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი.


    შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. (1788-1793) ახალგაზრდა ჰეგელი აღფრთოვანებით შეხვდა საფრანგეთის რევოლუციას. 1793-1801 კერძო მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ბერლინში, შემდეგ კი მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრებლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისაპოლიტეკონომიის საკითხებით. და


    1801 ჰეგელი აქვეყნებს შრომას "განსხვავება ფიხტესა და შელინგის სესტემებს შორის", რომელშიც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. ამავე წელს მოღვაწეობას იწყებს იენის1802-1803 ფ. შელინგთან ერთად დაარსებულ "ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში" აქვეყნებს სტატიებს, რომლებშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს ფ. შელინგის თვალსაზრისს, 1807 გამოცემულ "გონის ფენომენოლოგიაში" კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას. უნივერსიტეტში.

    1807-1808 ჰეგელი "ბამბერგის გაზეთის" რედაქტორი იყო, 1808-1816 ნიურნბერგის1812 გამოაქვეყნა თავისი "ლოგიკის მეცნიერების" I ტომი, 1816 - II ტომი. ამავე წელს იწყებს მოღვაწეობას ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ გამოდის მისი "ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია". 18181820 გამოაქვეყნა "სამართლის ფილოსოფია". 1829-1830 ჰეგელი იყო ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი. გიმნაზიას ედგა სათავეში. ჰეგელი მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში.


    ჰეგელის ფილოსოფია [რედაქტირება]

    ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომლებიც დაიწყო ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა. ი. კანტისა და ი. ფიხტეს ნააზრევში ჰეგელი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დებულებას იმის შესახებ, რომ აზროვნება შემოქმედებითია, აქტიურია, მაგრამ იგი არ ეთანხმება ამ კონცეფციებისათვის დამახასიათებელ სუბიექტივიზმს. ჰეგელისთვის აზროვნება, გონება, მხოლოდ სუბიექტის უნარი კი არ არის, არამედ სამყაროს საფუძველში მდებარე აბსოლუტია, ღმერთია. ი. კანტისა და ი. ფიხტეს სუბიექტივისტური თვალსაზრისით, გონიერება მხოლოდ ჯერარსია, ჰეგელისთვის კი გონება არ არის ისე უძლური, რომ მხოლოდ ჯერარსის სფეროთი იფარგლებოდეს, ის ღვთაებაა, აბსოლუტური ძლიერებაა და, მაშასადამე, სინამდვილის მქონეცაა. ფ. შელინგთან ერთად ჰეგელი ობიექტური იდეალიზმის პოზიციაზე დადგა, თუმცა თანდათან აშკარა გახდა, რომ ამ ორ მოაზროვნეს შორის მრავალი პრინციპული ხასიათის უთანხმოება არსებობდა. ჰეგელისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ფ. შელინგის შეხედულება ფილოსოფიური მოძღვრების აგებასა და დასაბუთებაზე. მისი აზრით, ინტელექტუალური ინტუიცია იმ სახით, როგორც იგი ფ. შელინგის კონცეფციაში იყო, ვერ იქნება დასაბუთების იარაღი, რადგან ასეთი კონცეფცია თვითნებობასა და შემთხვევითობას აბატონებს ფილოსოფიაში. ჰეგელის შეხედულებით, ობიექტური იდეალიზმის მთავარი პრინციპი - დებულება ყოფიერებისა და აზროვნების იგივეობის შესახებ - ფ. შელინგის მიერ წინასწარ არის მიღებული მკაცრი დასაბუთების გარეშე.

    მთელი წინამავალი ფილოსოფიური მემკვიდრეობის, უპრველეს ყოვლისა კი, ი. კანტის, ი. ფიხტესა და ფ. შელინგის დიალექტიკური ნააზრევის ათვისებისა და ღრმა გადამუშავების საფუძველზე ჰეგელმა შექმნა დიალექტიკური მეთოდი, რომელიც მისი აზრით, ფილოსოფიური დასაბუთების ერთადერთი საშუალებაა. ეს მეთოდი მასალად იყენებს ცნებებს: რადგან სამყაროს ძირი აზრია, ცნებაა, მისი წვდომის იარაღიც ცნება უნდა იყოს. ფილ,ოსოფია ჰეგელის აზრით, სწორედ ცნებათა სისტემაა, რომელიც ცნებათა განვითარების საფუძველზე აგვიწერს გონების, იდეის მიერ საკუთარი თავის რეალიზაციისა და შემეცნების პროცესს. ამ განვითარების ამოსავალია უმარტივესი, უღარიბესი, ყველაზე აბსრაქტული ცნება. დიალექტიკის თანახმად, სისტემა ამ თავდაპირველი ცნების განვითარებაა, მისი უშუალობის, დაუსაბუთებლობის, არასრულყოფილების მოხსნაა. ცნებათა განვითარება განპირიბებულია იმით, რომ ყოველი მათგანი უარყოფია მომენტის შემცვლელია. აზრი პირველი უმარტივესი ცნებიდან აუცილებლობით გადადის საპირისპირო ცნებაზე, თეზისიდან - ანტითეზისზე. ეს დაპირისპირება ცნებებს შორის არ სპობს მათ: აღმოჩნდება, რომ ურთიერთსაპირისპირო ცნებები არა მარტო უარყოფენ, არამედ მოითხოვენ კიდეც ერთმანეთს როგორც მესამე, უფრო მაღალი ცნების მომენტები. ეს მესამე საფეხური უარყოფის უარყოფაა, თეზისისა და ანტითეზისურ გაერთიანება-სინთეზის საფუძველზე. მისით მთავრდება ცნების მოძრაობის ერთი ციკლი და დასაბამი ეძლევა ახალ ციკლს. ახალი ცნებები დიალექტიკურად ხსნის ძველებს, ე. ი. უარყოფენ მათს პრეტენზიას უნივერსალურობაზე, ამავე დროს ინახავენ და ამაღლებენ მათ - მომენტის სახით შეჰყავთ ისინი საკუთარ შინაარსში. აზრის მოძრაობა ფილოსოფიურ სისტემაში საწყისი ცნების გამდიდრებაა, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ სვლაა, საწყისიდან მოშორებაა, მაგრამ ის, როგორც საფუძვლისაკენ სვლა, საწყისის დასაბუთებაა, ამ აზრით საწყისთან უკან დაბრუნებაცაა. საწყისი ცნება სისტემის ბოლოს წარმოდგება როგორც გამართლებული იმ აუცილებელი კავშირებით, რომლებიც მყარდება მასსა და ყველა სხვა ცნებას შორის. ფილოსოფიური სისტემა, ჰეგელის თვალსაზრისით, არის წრე, რომელშიც წინსვლა უკან დაბრუნებაა, ხოლო საწყისი ამავე დროს დასასრულიცაა.

    კატეგორია: The Articles | დაამატა: jaxua
    ნანახია: 660 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    შესვლის ფორმა
    ლოგინი:
    პაროლი:
    ძებნა
    საიტის მეგობრები