კვირა, 2024-05-19, 1:28 PM
მოგესალმები, L2 Gamer | RSS
საიტის მენიუ
    სექციის კატეგორიები
    MOVIES [83]
    GAMES [144]
    SOFT [61]
    MUSIC [38]
    VIDEO [36]
    NEWS [8]
    Serials [65]
    GEO Films [83]
    WWE [1]
    Picture [13]
    The Articles [25]
    TXOVNEBI [1]
    რელიგია [15]
    უყურე კინოს გადმოწერის გარეშე NEW [40]
    PSP Games [5]
    Live TV [1]
    Top Online Games [12]
    კიტხვების ოთახი!!! [0]
    კითხვების ოთახი [1]
    თუ პასუხები სცორი იქნება თქვენ დაჯილდოვდებით!!!
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    მთავარი » ფაილები » რელიგია

    GVTISMSHOBLIS PIRVELI XATEBI
    2009-01-15, 12:12 PM
    ღვთისმშობლის პირველი ხატები - OFFLine.Ge

    განუზომლად დიდია და მიუწვდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატების მნიშვნელობა ქრისტიანულ იკონოგრაფიაში, ვინაიდან მისით უფლის ძე განკაცდა, განხორციელდა. იგი სისხლხორცეულად ადამიანის მოდგმას ეკუთვნოდა, მაგრამ გამორჩეულ იქნა ღვთისმოსაობის, განსაკუთრებული სიწმინდის სრულყოფილების გამო და გახდა ჭურჭელი უფლის ნების განსახორციელებლად. იგი ერთადერთია ადამიანთა შორის, რომელიც უკვდავებაში გადავიდა და რომელმაც საუკუნოს სასუფეველი თვით უფლის გვერდით დაიმკვიდრა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტესთან ერთად ადამიანთა ბედის გამგებელი შეიქმნა. მისი ხატები იკონოგრაფიული ტიპების სიმრავლით და განსაკუთრებული პატივმიგებით გამოირჩევა.ღვთისმშობლის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა: ერთი წარმოადგენდა „ელეუსას“, ანუ მოალერსე ღვთისმშობელს. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება, სწორედ ამიტომ მასში ხაზგასმულია ადამიანური გრძნობა სითბოსი, სიყვარულის განცდისა.მეორე - „ოდიგიტრია“ (გზის მაჩვენებელი), სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მას რეპრეზენტაციული, ანუ წარდგინებითი ხატიც ეწოდება. მასში ხაზგასმულია ღვთაებრიობა ყრმისა, მისი დანიშნულება..





    ოდიგიტრიის ხატი განკაცებისა და უბიწოდ ჩასახვის დოგმატის გამომხატველია.მესამე - „დეისუსი“ (ვედრების ტიპის ღვთისმშობელი) - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როცა ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის.მეოთხე კი - „გლიკოფილუსა“ (მოწყალე) ხატი, სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, სადაც ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა.„ღვთის განკაცება მოხდა იმიტომ, რომ ადამიანი გაღმერთებულიყო, ზიარებოდა მას“ - განმარტავენ წმიდა მამები. ადამიანთა ხსნის იდეის ცენტში იესო ქრისტე დგას, მის გვერდით კი პირველი გაღმერთებული ადამიანი - ღვთისმშობელია. ამიტომ პირველი ხატები, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების აღმოცენებისთანავე შეიქმნა, სწორედ მაცხოვარს და ღვთისმშობელს გამოხატავდა, იმ ხატებს რომელზეც ეკლესია მთელ თავის იკონოგრაფიას აფუძნებს.

    კატეგორია: რელიგია | დაამატა: donika
    ნანახია: 1838 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    შესვლის ფორმა
    ლოგინი:
    პაროლი:
    ძებნა
    საიტის მეგობრები